Web რუკები – ბიზნესის სივრცითი მართვის სისტემა

ბიზნესის სივრცითი მართვის სისტემა (BSMS) - კომერციული შემოთავაზება
 

    შ.პ.ს. ჯეოლენდი გთავაზობთ, სისტემას რომელიც საშუალებას მოგცემთ განათავსოთ თქვენი ობიექტები საქართველოს ინტერაქტულ რუკაზე.

  რუკა მოთავსებულია საიტზე mygeorgia.ge, და წარმოადგენს საქართველოს დეტალურ გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალს, რომელსაც გააჩნია შემდეგი შესაძლებლობები:

●     მისამართების საძიებო სისტემა

●     გეოგრაფიული ობიექტების საძიებო სისტემა

●     ინფრასტრუქტრის ობიექტების საძიებო სისტემა

●     რუკაზე გრაფიკული ობიექტების შექმნის და რედაქტირების საშუალება

●     მანძილის და ფართობი გაზომვის საშუალება

●     სხვადასხვა დიზაინის და დანიშნულების რუკების საფუძველის გამოყენება

 

ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებით სარგებლობა შეუძლია საიტის ყველა ვიზიტორს.

 

     ავტორიზირებული ჯგუფები – ავტორიზირებული ჯგუფების მომხმარებელს საშუალება აქვს თითონ შექმნას ობიექტების ფენები, განუსაზღვროს მას მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, მოახდინოს მისი სიმბოლიზაცია და დაამატოს ობიექტები ინტერაქტიულ რუკაზე.(პოლიგონალური, ხაზოვანი და წერტილოვანი) ჯგუფში მომხმარებელთა რაოდენობა შეუზღუდავია, შესაძლებელია ერთდროულად მრავალი მომხმარებლის მიერ ობიექტების რედაქტირება.

     მონაცემების დაფილტვრა – მომხმარებლის ინფორმაციის ოპტიმალურად გამოყენებისათვის შესაძლებელია მომხმარებლის ფილტრების დამატება. ფუნქციონირებს როგორც ადგილმდებარეობის ფილტრი, (რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი) ასევე მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ფილტრი.

     ბრენდირება – ჯგუფისთვის შეიქმნება გვერდის თავფურცელი სადაც განთავსდება ლოგო, კორპორატიულ ფერებში მოხდება საიტის გაფორმება და თავფურცელზე დაემატება ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ბმულები.

     საჯარო ფურცელი – არის საიტი საიდაც შეუძლია არაავტორიზირებულ მომხმარებელს შევიდეს და დაათვალიეროს (რედაქტირების უფლების გარეშე) ჯგუფის ობიექტები. დაფილტროს ისინი და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მათ შესახებ.

 

ბრენდირებული სისტემის მაგალითები:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია                               http://mygeorgia.ge/tourism

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო                   www.myherita.ge

გალფ პეტროლიუმ ჯორჯია                                             http://www.mygeorgia.ge/Gulf

საქართველო ტურისტული ბილიკები                                 http://mygeorgia.ge/georgian_path

 

 

ანგარიშის ტიპები და განფასება

 

   პირველადი გადასახადი - მოიცავს ანგარიშის გახსნას და საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვას, მონაცემთა ბაზის სტრუქტურის შექმნა და კონფიგურირებას. მინიმალური ღირებულება 500 ლარი.

 

ექაუნთის ტიპები და ფასები

 

ექაუნთის ტიპი

მოცულობა სერვერზე

ექაუნთის შექმნის ფასი

თვიური გადასახადი

Basic

1 layer,  5 Gb.

500 GEL

50 GEL

Standart

5 layer, 20 Gb.

1000 GEL

100 GEL

Premium

20 layer, 100 Gb.

1500 GEL

150 GEL