GIS მონაცემთა ბაზა / ვექტორული ფენები

კომპანია ჯეოლენდი გთავაზობთ 1 000 000, 500 000, 200 000 მასშტაბის დეტალურ GIS მონაცემთა ბაზებს ვექტორული ფენების სახით, რომლებიც თავსებადია ყველა სახის გეოსაინფორმაციო (GIS) პროგრამისათვის. აღნიშნული ვექტორული ფენები საშუალებას მოგცემთ შეადგინოთ მაღალი ხარისხის რუკები ან გამოიყენოთ ისინი სხვადასხვა კვლევებისათვის.

ჩვენ გვაქვს ყველაზე სრულყოფილი, კორექტული და უახლესი ვექტორული მონაცემები მთელი საქართველოს შესახებ.

1 000 000 მასშტაბის GIS მონაცემთა ბაზის საფუძველზე შეგიძლიათ 2 000 000-დან – 650 000-მდე მასშტაბში შეადგინოთ სხვადასხვა თემატიკის რუკები. მონაცემთა ბაზა მოიცავს 83 ვექტორულ ფენას.

500 000 მასშტაბის GIS მონაცემთა ბაზის საფუძველზე შეგიძლიათ 500 000-დან – 350 000-მდე მასშტაბში შეადგინოთ სხვადასხვა თემატიკის რუკები. მონაცემთა ბაზა მოიცავს 74 ვექტორულ ფენას.

200 000 მასშტაბის GIS მონაცემთა ბაზის საფუძველზე შეგიძლიათ 250 000-დან – 200 000-მდე მასშტაბში შეადგინოთ სხვადასხვა თემატიკის რუკები, აღნიშნული ფენა მოიცავს საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტს. მონაცემთა ბაზა შედგებ 52 ვექტორულ ფენასაგან.

დეტალური GIS მონაცემთა ბაზა საშუალებას მოგცემთ სრული ინფორმაცია მოიპოვოთ თქვენთვის საჭირო ყველა გეოგრაფიული, როგორც ბუნებრივი, ასევე სოციალურ–ეკონომიკური ობიექტის შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაცემთა ბაზა მოიცავს 94 ვექტორულ ფენას.

დეტალური GIS მონაცემთა ბაზა მოიცავს 50 000, 25 000 და 10 000 მასშტაბის ვექტორულ ფენებს.

GIS მონაცემთა ბაზების/კონკრეტული ვექტორული ფენის ღირებულება განისაზღვრება ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხიდან გამომდინარე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Tel: +995 32 292 2553,    E-mail: info@geoland.ge