გეორეფერენსირება

თუ თქვენ გაქვთ ძველი საბჭოთა ტოპოგრაფიული ან ისტორიული რუკები, სხვადასხვა სახის გეგმები და გესაჭიროებათ გეორეფერენსირება – საკოორდინატო ბადეზე მიბმა UTM WGS 84 საკოორდინატო სისტემაში, მოგვაწოდეთ თქვენი პოლიგრაფიული მასალები დასკანერებული ფორმის სახით და ჩვენ დაგიმზადებთ გეორეფერენსირებულ რუკებს, რომლებიც უკეთესად დაგეხმარებათ ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაციის შეფასებაში და წარსულის სურათის უკეთ აღქმაში თანამედროვე გეოსაინფორმაციო პროგრამების დახმარებით.

აღნიშნულის კარგ მაგალითს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინტერაქტიული რუკისათვის სხვადასხვა წლების (1867 წლიდან–1975 წლამდე) ქ. თბილისის ისტორიული რუკების სერიის გეორეფერენსირება UTM WGS 84 საკოორდინატო სისტემაში, რაც ძალიან კარგად წარმოაჩენს ქ.თბილისის ურბანული განაშენიანების ტრანსფორმაციას და გარემოს ანთროპოგენული ცვლილების მასშტაბებს ...

 

     ქ. თბილისის 1924 წლის ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტი