საგზაო რუკები

კომპანია "ჯეოლენდის" 1:500 000 მაშტაბის დასაკეცი საგზაო რუკა იდეალური დამხმარე საშუალებაა მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობისას. რუკაზე დეტალურადაა წარმოდგენილი საგზაო ქსელის მთავარი ობიექტები: საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალები და გზატკეცილები, სახელმწიფო მნიშვნელობის გზატკეცილები და სახელმწიფო მნიშვნელობის გრუნტის გზები, შესაბამისი ნუმერაციით, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზატკეცილები.

საგზაო რუკების საშუალებით თქვენ შეძლებთ იმოგზაუროთ მთელ საქართველოში. რუკა საცნობარო დანიშნულებისაა და მისი გამოყენება შეუზღუდავია. ის განკუთვნილია, როგორც ტურისტებისათვის, ასევე მუნიციპალური სამსახურებისათვის, სკოლებისათვის. რუკის მოხერხებული ფორმატი (დასაკეცი ბუკლეტი) საშუალებას მოგცემთ რუკა ატაროთ ჯიბით ან ჩანთით.

აღნიშნული რუკებით მოგზაურობისას გირჩევთ გადაადგილდეთ სატრანსპორტო საშუალებებით, რადგან მათზე წარმოდგენილი ინფორმაციის დეტალურობის ხარისხი იდეალურად შეესაბამება გადაადგილების ასეთ ხრხს.

საგზაო რუკა ორენოვანია, რაც მას უფრო მოხერხებულს ხდის, როგორც ქართულენოვანი მომხმარებლისათვის ასევე უცხოელი ტურისტებისათვის.


 

ენა: ინგ
მასშტაბი: 1:500 000
სიგრძე: 40 სმ,  სიგანე: 70 სმ
ქაღალდის ტიპი: ცარცის ქაღალდი (90გრ)
სარგებლობის ტიპი: დასაკეცი რუკა
ბეჭდვის წესი: სტამბური




10
GEL