რუკები

რუკა ყველაზე გავრცელებული ბრტყელი, ანუ ორგანზომილებიანი* კარტოგრაფიული გამოსახულებაა. იგი წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილების შემცირებულ და განზოგადებულ გამოსახულებას სიბრტყეზე, შესრულებულს პირობითი ნიშნებით.

გეოგრაფიული რუკები მრავალრიცხოვანია, მათი დაყოფა–დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ხდება. ეს ნიშნებია: შინაარსი, სივრცის მომცველობა, მასშტაბი, დანიშნულება და სარგებლობის წესი.

შინაარსის მიხედვით:  გეოლოგიური, კლიმატური, ნიადაგების, ლანდშაფტების, მოსახლეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების და ა.შ.

მასშტაბის მიხედვით:

მსხვილმასშტაბიანი: 1:10 000, 1:25 000, 1:50 000, 1: 100 000, 1:200 000

საშუალომასშტაბიანი: 1:300 000, 1:400 000, 1: 500 000, 1:600 000,

წვრილმასშტაბიანი: 1:1 000 000, 1:1500 000, 1:2 000 000, 1:22 000 000

დანიშნულების მიხედვით: სამეცნიერო, სასწავლო, საცნობარო

სარგებლობის წესის მიხედვით: მაგიდის, კედლის, დასაკეცი (ბუკლეტი), ელექტრონული

* ორ განზომილებაში იგულისხმება გრძედი და განედი, რადგან ყოველი წერტილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა ხდება გრძედით და განედით