GARMIN -ის რუკების ონლაინ განახლება

თქვენ იმყოფებით GARMIN-ის რუკების ონლაინ განახლების გვერდზე

GARMIN UPDATER -ის საშუალებით თქვენ შეძლებთ ჩვენთან მოუსვლელად, ყველგან, სადაც ინტერნეტია ონლაინ რეჟიმში განაახლოთ თქვენი GPS რუკა

დავიწყოთ ...

საფეხური 1 – ჩამოტვირთეთ პროგრამა შემდეგ ნიშანზე დაკლიკების  საშუალებით

 
                   
საფეხური 2 – გახსენით დაარქივებული ფაილი და შედით Garmin Map Updater პაპკაში
 
საფეხური 3  სტანდარტულად, Next ღილაკზე დაკლიკების საშუალებით დააინსტალირეთ Setup.exe 
       
საფეხური 4 – მესამე საფეხურის წარმატებით გავლის შემდეგ ინსტალაციაზე გაუშვით

MapUpdater.application ფაილი 


ინსტალაციის წარმატებით დასრულების შემდეგ შეართეთ  USB პორტში თქვენი GPS მოწყობილობა (გამორთულ მდგომარეობაში) ან დაუკავშირეთ სპეციალური მოწყობილობით SD ჩიპი პერსონალურ კომპიუტერს და გახსენით პროგრამა.

პროგრამის გახსნის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა, Next ღილაკზე დაკლიკების შემდეგ თქვენი კომპიუტერი ავტომატურად დაინახავს შესაბამის დრაივერს, რომლის განახლებაც უნდა მოხდეს, ისე როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები:




შესაბამისი დრაივერის დანახვის შემდეგ Next–ით გადახვალთ შემდეგ გვერდზე, სადაც წარმატებული კავშირი უნდა აისახოს შემდეგნაირად:



ყოველი ამის შემდეგ დააკლიკეთ Next ღილაკს, რის  შემდეგაც მოხდება თქვენი, როგორც საგზაო ასევე ტოპო რუკის განახლება. თუ თქვენ მხოლოდ საგზაო ან ტოპო რუკით სარგებლობთ, პროგრამა ავტომატურად დაადგენს თქვენი რუკის ტიპს და მოახდენს შესაბამისი რუკის განახლებას.

რუკის ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 1 წლით და და ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე პროგრამის საშუალებით თქვენ შეიტყობთ ვადის გასვლის შესახებ. 

GPS რუკის ბოლო განახლების თარიღი – 08.13.2013 წ.