კარიერა

თუ თქვენ ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა ან უკვე გამოცდილი სპეციალისტი ბრძანდებით და ეძებთ დამსაქმებელს, რომელიც გამოიყენებს, პატივს სცემს და დააფასებს თქვენს ძალისხმევას, მაშინ მობრძანდით “ჯეოლენდში" და გაიზიარეთ წარმატება ჩვენთან ერთად.

ჩვენი კულტურის ძირითადი კომპონენტებია: საზრიანობა და გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი, მუდმივი სწრაფვა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ, ღიად მოქმედება და ენთუზიაზმი, პრობლემების გადაწყვეტისადმი დინამიური მიდგომა, გუნდურობა და მომხმარებლების ხარისხიანი მომსახურება.

“ჯეოლენდი” არის კომპანია, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად იზრდება. ჩვენ ვართ პატარა ოჯახი, რომელშიც თქვენ ორგანიზაციის ყველა დონემდე მიგიწვდებათ ხელი. თქვენს იდეებს აუცილებლად განიხილავენ და მხარს დაუჭერენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენთან მუშაობა თქვენთვის სახალისო და საინტერესო გახდება.

 

თუ ყოველივე ეს თქვენს ბუნებასთან ახლოსაა, მოგიწოდებთ დაათვალიეროთ ჩვენი ვებ-საიტი და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@geoland.ge. თქვენს განცხადებას აუცილებლად განვიხილავთ. კონფიდენციალურობა გარანტირებულია.