ჩვენ შესახებ
  ჩვენ მხოლოდ  საუკეთესო პროდუქტს გთავაზობთ. "ჯეოლენდი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა თემატიკის, დანიშნულებისა და მასშტაბის მაღალი ხარისხის, დეტალურ, კორექტულ, ინოვაციურ ციფრულ რუკებს გთავაზობთ. ჩვენი რუკები მოხმარების საკმაოდ დიდ არეალს მოიცავს, მათ შორის სანავიგაციო სისტემებს.

 

ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა -  ყოველთვის მზად ვართ ჩვენს კლიენტებს ვემსახუროთ!

 

ვინ ვართ ჩვენ ?

 

     კომპანია "ჯეოლენდი" 2003 წელს დაარსდა ენთუზიასტურად განწყობილ ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფის მიერ. მათ მიზნად ჰქონდათ საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში GPS/GIS ტექნოლოგიების დენრგვა/ განვითარება. კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა და დღესდღეობით თანამედროვე GIS ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი შედგება კარტოგრაფიის, გეოგრაფიის, გეოდეზიისა და სიანფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი სპეციალისტებისგან.

 

რას ვაკეთებთ ჩვენ ?

 

     “ჯეოლენდი” მოგაწვდით საქართველოს შესახებ უახლეს, ყველაზე სრულ და ზუსტ, როგორც პოლიგრაფიულ, ასევე ციფრული რუკებისთვის აუცილებელ მონაცემებს, თავსებადს ნებისმიერ გეოგრაფიულ საინფორმციო სისტემასთან.

 

რათა ჩვენს კლიენტებს GIS ტექნოლოგიების სრული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა მივცეთ, ჩვენ მათ ასევე ინდივიდუალურ კურსებს და ტრეინინგებს ვთავაზობთ.